ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საბანკო სექტორის მაჩვენებლებზე, რომელიც მაღალი მდგრადობითა და სწრაფი განვითარებით გამოირჩევა, რაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან დადებითად არის შეფასებული...
მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. ფილმების ციკლი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემისა და ეროვნული ვალუტის განვითარების დოკუმენტურ მიმოხილვას წარმოადგენს...
მას დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსების და კრედიტის სპეციალობით. გიორგი ოქროშიძემ უწყებაში მუშაობა 1995 წელს, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო და 31 წლის განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - ჯამში 77 570 ევრო და 14 620 აშშ დოლარი აღმოაჩინეს...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლუაშვილი წარუდგინა...
2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა1
, რაც
4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებიდან
გაემგზავრა 0.8 მილიონი მგზავრი (5.3 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 0.8
მილიონი მგზავრი (3.3 პროცენტით მეტი)...
2026 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4011
გემი, რომელთა 51.6 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 19.2
პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.2 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.0
პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა...
2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს
რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3.0 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული
მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი — საერთაშორისო
გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7 პროცენტი — ტრანზიტზე...
2026 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4 პროცენტი შეადგინა...
ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.