შეხვედრის მიზანია ანგარიშვალდებული პირებისთვის ანგარიშგების პროცესის გამარტივების ხელშეწყობა, ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარების გზით, რაც ხარისხიანი ანგარიშგების მომზადებასა და დროული წარდგენის პრაქტიკის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს...
2026 წლის 21 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N23 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 8.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები...
2026 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან
შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა
ინდექსის 6.5 პროცენტიანი მატება...
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 867.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია...
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის
მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,
რაც 23.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე...
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებთან...
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ქალთა სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს...
მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილვის ძირითადი თემები იყო გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების რისკები, ინფლაციური ზეწოლა, გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა...
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კოლეგებს გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა ვმართოთ მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის რისკები რეგიონული კონფლიქტების დროს...
სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.