2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც
5.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან
გაემგზავრა 1.0 მილიონი მგზავრი (7.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.0
მილიონი მგზავრი (4.4 პროცენტით ნაკლები)...
2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს
რკინიგზით გადატანილია 19.9 პროცენტით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი...
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა
461
გემი, რომელთა 47.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9
პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.3 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5
პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა...
2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა...
2026 წლის 18 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N47 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.9 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები...
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5
პროცენტით აღემატება...
2026 წლის II კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო
ფუნქციონირებდა, მათგან 19.8 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 19.0 პროცენტი –
იმერეთის რეგიონში, 17.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.8 პროცენტი – ქვემო ქართლის
რეგიონში, 8.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.8 პროცენტი – მცხეთამთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.8 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული...
ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.