14-24 აპრილს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიას უმასპინძლა. სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო ფასების სტატისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორის - საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (Residential Property Price Index - RPPI) გაფართოება და მისი შემდგომი გაუმჯობესება...
ფორუმის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო სესიაში, რომელიც ეხებოდა ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სტატისტიკური მონაცემების მზარდ მოთხოვნაზე რეაგირების პროცესში...
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა...
დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სერბეთის რესპუბლისკის სტატისტიკის სამსახურს დირექტორმა ბრანკო იოსიპოვიჩმა მოაწერეს. მემორანდუმი გაფორმდა ქ. ბიშკეკში, სადაც ორივე მხარე ესწრებოდა საერთაშორისო ფორუმს „სტატისტიკური ბიზნეს-პროცესების მოდერნიზაცია“...
საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2026 წლის მარტის მდგომარეობით აქვეყნებს...
საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" გამოქვეყნებას...
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1
ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან2
შედარებით 0.3
პროცენტით მეტია. აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება ეფუძნება 2024 წლის მოსახლეობის
აღწერის შედეგებს, ასევე 2025 წლის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლებს...
2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი
ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ
3.0 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 62.3 პროცენტით არის
გაზრდილი...
ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.
ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.
ცოტა ხნის წინ დამტკიცდა სახელმწიფო მინისტრის კიდევ ერთი პოზიცია, შეიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ უწყების ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფოს უსაფრთხოება ჩააბარეს. საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობა 15 მინისტრისგან შედგება, მათგან ორი ვიცე-პრემიერია. ჩვენ გადავხედეთ იმ მინისტრების დეკლარაციებს, რომლებიც მთავრობას ბოლო ორ წელიწადში შეუერთდნენ.