ნაღდი ფულის მართვის თანამედროვე სტანდარტების გაცნობისა და გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიის ბუნდესბანკსა და ავსტრიის ეროვნულ ბანკში იმყოფებოდა...
საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს საბანკო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას „საქართველოს ბანკს“ კაპიტალის ბაზარზე ხარისხის, მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებას...
2-4 მარტს, პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფინანსური ბაზრების კვირეულის ფარგლებში, „დაზღვევისა და პენსიების სამუშაო ჯგუფის“ (Working Party on Insurance and Pensions – WPIP) შეხვედრები გაიმართა...
2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა1
, რაც 14.1
პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 4.2 მილიონი
მგზავრი (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 4.3 მილიონი მგზავრი
(14.0 პროცენტით მეტი)...
2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 1 7891
გემი, რომელთა
50.9 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23.6 პროცენტი — თხევადი
ტვირთმზიდი, 15.5 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.0 პროცენტი ნაყარ
ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა...
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ამოქმედდა სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ“...
მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.
საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.