კონფერენციამ, სახელწოდებით „საბაზრო ინდექსების რეფორმა და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები: მნიშვნელოვანი ეტაპი ფინანსური ბაზრის განვითარების გზაზე“ თავი მოუყარა ფინანსური სექტორის სხვადასხვა მიმართულების წამყვან ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს...
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-თან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს...
მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს...
კერძოდ, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან...
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მალთივერს“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404598663) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა...
2026 წლის 14 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N22 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10.4 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები...
2026 წლის 14 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N21 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები...
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 862.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია...
მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.
მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.
დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.