2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 609.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ.
აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 129.5 მლნ. აშშ დოლარს
(შემცირდა 33.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის
იანვარში 649.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია...
2026 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის
მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც
19.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი
ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 65.1 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 68.1 პროცენტით
გაიზარდა და 312.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები 18 თებერვალს, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ...
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრები საჯარო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და კომერციული სექტორებიდან, ასევე - არაწევრი დაინტერესებული პირები კომერციული ბანკებიდან და საჯარო უწყებებიდან...
2026 წლის 17 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N11 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 8.4 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები...
მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.
საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.