2026 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით
0.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.4
პროცენტით...
განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა. სპეციალურად მათთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - მომხმარებლის უფლებების დაცვა დაზღვევის სფეროში...
შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში დაზღვევის სფეროს შესახებ საბაზისო ცოდნის გაღრმავება, დაზღვევის მნიშვნელობისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი როლის გაცნობიერება იყო...
სკოლაში სტუმრობა ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ნაწილია, რითიც დაიწყო ღია გაკვეთილების მასშტაბური პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“. 2026 წლის კვირეული დევიზით – „ისაუბრე ფულზე“ – განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე...
მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.
მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.
დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.