ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-მარტში
გაცემულია 2 472 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით
მეტი) 2 367.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით ნაკლები)...
2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო
არარეზიდენტი მოგზაურების1
1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა
წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე...
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის
საშუალო რეალური ზრდა 9.1 პროცენტით განისაზღვრა...
შეხვედრის მიზანი იყო ანგარიშვალდებული პირებისთვის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესში მნიშვნელოვანი საკითხების განმარტება, პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარება და იმ გარემოებებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც ხელს უწყობს ანგარიშგების დროულად და ხარისხიანად წარდგენას...
2026 წლის 28 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N24 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები...
მიმდინარე წლის 20-23 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა აუდიტის დამოუკიდებელ მარეგულირებელთა საერთაშორისო ფორუმის (IFIAR) ყოველწლიური პლენარული შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობდა საფრანგეთის აუდიტის საზედამხედველო ორგანო (H2A)...
14-24 აპრილს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიას უმასპინძლა. სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო ფასების სტატისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორის - საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (Residential Property Price Index - RPPI) გაფართოება და მისი შემდგომი გაუმჯობესება...
ფორუმის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო სესიაში, რომელიც ეხებოდა ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სტატისტიკური მონაცემების მზარდ მოთხოვნაზე რეაგირების პროცესში...
ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.