Homeააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნის დალუქვის ვალდებულება უქმდება

ცვლილების შედეგად შესაბამის პირებს შესაძლებლობა ეძლევათ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ ელექტრონული ფორმითაც...

დავით ონოფრიშვილი აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

ფორუმი აერთიანებს სადაზღვევო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, სადაც განიხილება სადაზღვევო ბაზრის განვითარების, გადაზღვევის, საპენსიო სისტემების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო დაზღვევისა (Bancassurance) და სადაზღვევო ბროკერობის თანამედროვე ტენდენციები...

შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციასთან

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე შეხვდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას, რომელიც გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, 23-25 ივნისის პერიოდში იმყოფება თბილისში...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები მაისში

საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2026 წლის მაისის მდგომარეობით აქვეყნებს...

ციურიხში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე ნათია თურნავამ სებ-ის მიერ განხორციელებული ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის რეფორმებზე ისაუბრა

ნათია თურნავამ მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. მან ისაუბრა ციფრული ბანკების სალიცენზიო რეჟიმზე, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელ ჩარჩოსა და სტაბილქოინების რეგულირების ახალ მოდელზე, რომელიც რეგიონში პირველი მსგავსი ჩარჩოა...

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

ვიზიტის მიზანია საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის მქონე კომპანიების შესაძლებლობების შეფასება და პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული შედეგების გაცნობა...

სგპ “სარფის” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის 17-24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღკვეთეს...

ნინო ჯელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ რისკებსა და მათ შესაძლო გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე...

ციურიხში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე ნათია თურნავამ სებ-ის მიერ განხორციელებული ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის რეფორმებზე ისაუბრა

ფორუმის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი პანელური დისკუსიის მომხსენებელი იყო. დისკუსია სტაბილქოინების, პროგრამირებადი ბანკინგის, ციფრული აქტივებისა და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ძირითად ტენდენციებს შეეხო...

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სს „ბაზისბანკის“ აქციონერებს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური და საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ნინო ჯელაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, საბანკო სისტემის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოზე, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის ჩამოყალიბებული...

ბოლო სტატიები

ამერიკული მუქარებით გამოწვეული რეფორმების დასაწყისი

სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.

კრემლის მორიგი ეკონომიკური შანტაჟი – რუსეთმა კვლავ აკრძალა ქართული პროდუქცია

მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.

რთველის სუბსიდირება შეცვლილი წესებით

მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.

საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი იზრდება, პრობლემური სესხების წილი მცირდება

ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.