Homeააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

სამსახურმა (SARAS) მდგრადობის ანგარიშგებისა და მარწმუნებელი მომსახურების საკითხებზე მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართა

ღონისძიების მიზანი იყო მდგრადობის ანგარიშგებისა და მასთან დაკავშირებული მარწმუნებელი მომსახურების მნიშვნელობის წარმოჩენა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული საკითხების განხილვა...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციის მეთოდით გამოშვების შედეგები

2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.9 ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC32428293) სინდიკაციის მეთოდით გამოშვება განახორციელა...

საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო მდგრადობის ანგარიშგების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში

ღონისძიების ფარგლებში ანა ნაჭყებიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „მდგრადობის ანგარიშგების სარგებელი და გამოწვევები“, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა მდგრადობის ანგარიშგების მნიშვნელობა ინვესტორებისთვის, კორპორაციული გამჭვირვალობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით...

ანონსი

2026 წლის 25 მაისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში – „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა – გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა

ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საბანკო სექტორის მაჩვენებლებზე, რომელიც მაღალი მდგრადობითა და სწრაფი განვითარებით გამოირჩევა, რაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან დადებითად არის შეფასებული...

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტი – “ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი” შეიქმნა

მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. ფილმების ციკლი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემისა და ეროვნული ვალუტის განვითარების დოკუმენტურ მიმოხილვას წარმოადგენს...

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, გიორგი ოქროშიძე უხელმძღვანელებს

მას დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსების და კრედიტის სპეციალობით. გიორგი ოქროშიძემ უწყებაში მუშაობა 1995 წელს, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო და 31 წლის განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა...

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - ჯამში 77 570 ევრო და 14 620 აშშ დოლარი აღმოაჩინეს...

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ალექსანდრე ლუაშვილი უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლუაშვილი წარუდგინა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლები – (2026 წლის I კვარტალი)

2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა1 , რაც 4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებიდან გაემგზავრა 0.8 მილიონი მგზავრი (5.3 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 0.8 მილიონი მგზავრი (3.3 პროცენტით მეტი)...

ბოლო სტატიები

ამერიკული მუქარებით გამოწვეული რეფორმების დასაწყისი

სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.

კრემლის მორიგი ეკონომიკური შანტაჟი – რუსეთმა კვლავ აკრძალა ქართული პროდუქცია

მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.

რთველის სუბსიდირება შეცვლილი წესებით

მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.

საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი იზრდება, პრობლემური სესხების წილი მცირდება

ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.