Homeააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის რეკორდული საინვესტიციო შედეგების წელი იყო

წლის განმავლობაში ფონდის საინვესტიციო ამონაგებმა 796.0 მლნ ლარს მიაღწია, რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია...

გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით – 2025

2025 წელს საქართველოში1 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი და 15.5 პროცენტი...

წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევა – (2025)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 6.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (243.4 მილიონი კუბური მეტრი). 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.87 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 72.8%), რაც 2.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.79 მილიონი ადამიანი)...

გოგიტა თოდრაძემ ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის დასკვნით პლენარულ სესიას უხელმძღვანელა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, მოადგილესთან ირაკლი აფხაიძესთან ერთად, ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (Conference of European Statisticians – CES) 74-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობდა, რომელიც 2026 წლის 24–26 ივნისს, ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შტაბბინაში გაიმართა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27-29 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" გამოქვეყნებას...

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს

აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება...

სსფ – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა

როგორც სსფ-ის კვლევაშია ნათქვამი სავალუტო რეზერვების ზრდამ 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი. ამასთან, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდისა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდილი ბუფერების ფონზე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებას ასახავს...

შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნის დალუქვის ვალდებულება უქმდება

ცვლილების შედეგად შესაბამის პირებს შესაძლებლობა ეძლევათ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ ელექტრონული ფორმითაც...

დავით ონოფრიშვილი აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

ფორუმი აერთიანებს სადაზღვევო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, სადაც განიხილება სადაზღვევო ბაზრის განვითარების, გადაზღვევის, საპენსიო სისტემების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო დაზღვევისა (Bancassurance) და სადაზღვევო ბროკერობის თანამედროვე ტენდენციები...

შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციასთან

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე შეხვდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას, რომელიც გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, 23-25 ივნისის პერიოდში იმყოფება თბილისში...

ბოლო სტატიები

სომხეთის პროევროპულმა კურსმა რუსეთი შეაშფოთა

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

რეგიონის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და საქართველო

თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.

სახელმწიფო, რეპრესიული ჯარიმებით, ხალხის დაშინებისა და ბიუჯეტის შევსების გზას დაადგა

პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.

„იაფი რუსული საწვავის“ ეპოქა დამთავრდა

საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.