Homeააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

ააფ-ნიუსები

ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა – (I კვარტალი, 2026 წელი)

2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 584.0 ათასი ერთეული შეადგინა...

ცხოვრების დონის მაჩვენებლები (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები) – 2025

2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 12.5 პროცენტით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა...

ნათია თურნავა კომპანია Tether-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი მარეგულირებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას...

სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები აპრილში

საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2026 წლის აპრილის მდგომარეობით აქვეყნებს...

ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს

სტრატეგიის სამუშაო ვერსიის გამოქვეყნების მიზანი ახალი სტრატეგიული ციკლის ფორმირების პროცესში ფინანსური სექტორისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაა...

ნათია თურნავა – ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა...

“ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული  მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 17 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს...

სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა ფინანსური დანაშაულის პრევენციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

სამსახურისთვის (SARAS) აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და იმ პრაქტიკული ცოდნის მიღების თვალსაზრისით, რომელიც ხელს უწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით ზედამხედველობის გაუმჯობესებას...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 25 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N30 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 და 27 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23-25 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 20-მდე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რომელიც საბანკო ასოციაციამ ბანკებთან კონსულტაციის შედეგად მოამზადა. მათ შორის საუბარი შეეხო საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს...

ბოლო სტატიები

სომხეთის პროევროპულმა კურსმა რუსეთი შეაშფოთა

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

რეგიონის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და საქართველო

თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.

სახელმწიფო, რეპრესიული ჯარიმებით, ხალხის დაშინებისა და ბიუჯეტის შევსების გზას დაადგა

პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.

„იაფი რუსული საწვავის“ ეპოქა დამთავრდა

საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.