საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა გახსნეს...
2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოებს, რომელთაც 2026 წლის 1 აპრილამდე თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები არ მოუყვანიათ შესაბამისობაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, ამავე კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, სხვა შეზღუდვებთან ერთად, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან შეიზღუდა საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება...
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო
იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4 პროცენტია...
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს...
2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 229.8 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 484.5 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.6 პროცენტი შეადგინა...
მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.
მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.
დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.