ღონისძიების მიზანი იყო მდგრადობის ანგარიშგებისა და მასთან დაკავშირებული მარწმუნებელი მომსახურების მნიშვნელობის წარმოჩენა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული საკითხების განხილვა...
2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.9 ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC32428293) სინდიკაციის მეთოდით გამოშვება განახორციელა...
ღონისძიების ფარგლებში ანა ნაჭყებიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „მდგრადობის ანგარიშგების სარგებელი და გამოწვევები“, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა მდგრადობის ანგარიშგების მნიშვნელობა ინვესტორებისთვის, კორპორაციული გამჭვირვალობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით...
ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საბანკო სექტორის მაჩვენებლებზე, რომელიც მაღალი მდგრადობითა და სწრაფი განვითარებით გამოირჩევა, რაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან დადებითად არის შეფასებული...
მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. ფილმების ციკლი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემისა და ეროვნული ვალუტის განვითარების დოკუმენტურ მიმოხილვას წარმოადგენს...
მას დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსების და კრედიტის სპეციალობით. გიორგი ოქროშიძემ უწყებაში მუშაობა 1995 წელს, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო და 31 წლის განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - ჯამში 77 570 ევრო და 14 620 აშშ დოლარი აღმოაჩინეს...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლუაშვილი წარუდგინა...
2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა1
, რაც
4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებიდან
გაემგზავრა 0.8 მილიონი მგზავრი (5.3 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 0.8
მილიონი მგზავრი (3.3 პროცენტით მეტი)...
სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.