2025 წელს საქართველოში1
44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია
2024 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის
სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7
პროცენტი და 15.5 პროცენტი...
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით
საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული
წყლის მოცულობამ 258.6 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 6.2%-ით მეტია წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელზე (243.4 მილიონი კუბური მეტრი). 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,
წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.87 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის
72.8%), რაც 2.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.79 მილიონი
ადამიანი)...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, მოადგილესთან ირაკლი აფხაიძესთან ერთად, ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (Conference of European Statisticians – CES) 74-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობდა, რომელიც 2026 წლის 24–26 ივნისს, ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შტაბბინაში გაიმართა...
საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" გამოქვეყნებას...
აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება...
როგორც სსფ-ის კვლევაშია ნათქვამი სავალუტო რეზერვების ზრდამ 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი. ამასთან, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდისა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდილი ბუფერების ფონზე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებას ასახავს...
ფორუმი აერთიანებს სადაზღვევო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, სადაც განიხილება სადაზღვევო ბაზრის განვითარების, გადაზღვევის, საპენსიო სისტემების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო დაზღვევისა (Bancassurance) და სადაზღვევო ბროკერობის თანამედროვე ტენდენციები...
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე შეხვდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას, რომელიც გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, 23-25 ივნისის პერიოდში იმყოფება თბილისში...
მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.
საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია.