2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის
ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა...
ვიზიტი საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტიანი საგადახდო სისტემების განვითარებას...
კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - „ცენტრალური ბანკების წინაშე არსებული გამოწვევები მზარდად ფრაგმენტირებულ საერთაშორისო მონეტარულ სისტემაში“. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობაზე, ინფლაციის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე გეოპოლიტიკური რისკებისა და მზარდი გლობალური გაურკვევლობის გავლენაზე მონეტარულ პოლიტიკაზე...
შეხვედრა განკუთვნილი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის, აუდიტორებისა და იმ საწარმოთა წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებებს ფასს სტანდარტების შესაბამისად ამზადებენ...
შპს „რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემიამ“ (ს/კ: 404753478) 2026 წლის 19 მაისსა და 21 მაისს განცხადებით მიმართა სამსახურს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარებისა და განგრძობითი განათლების სასწავლო კურსების პროგრამების შეთანხმების მოთხოვნით...
ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს საჰაერო ტვირთების კონტროლის დანაყოფის სამუშაო სივრცეები, სგპ "თბილისის აეროპორტი", ასევე ესტუმრნენ საბაჟო ტერმინალ - „ლასარეს“ და თბილისში არსებულ გაფორმების ეკონომიკურ ზონებს, სადაც საქონლის კონტროლის/გაფორმების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 409 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს...
სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.