მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს...
კერძოდ, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან...
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მალთივერს“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404598663) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა...
2026 წლის 14 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N22 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10.4 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები...
2026 წლის 14 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N21 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები...
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 862.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია...
ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლები გააცნო. საუბარი შეეხო მდგრადი ფისკალური პოზიციის და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს...
დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების, სარეიტინგო და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან...
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე...
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...
ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.