კომპანიის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა, ასევე იმ მცირე, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიძგების შექმნა, რომლებიც ადამიანებსა და ბიზნესებს განვითარების გზაზე წინსვლაში ეხმარება...
საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ 38 მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, ხოლო 4 მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა...
მრჩეველთა საბჭო 14 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში შედიან აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები...
სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის...
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე...
სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.