ინოვაციური ვებპლატფორმა ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად და აერთიანებს ერთი მხრივ, ფეხბურთის სტრატეგიას, დინამიკას და მეორე მხრივ, ფინანსური ცოდნის მიღებასა და მის პრაქტიკაში გამოყენებას...
შეთანხმება ეფუძნება ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ძირითად პრინციპებს და ითვალისწინებს ფინანსური განათლების პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას...
მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიურ ხარისხს სამართალმცოდნეობაში. აქვს საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება...
კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და ახალი პროფესიული კომპეტენციების, სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის, ასევე პროფესიული განათლებისა და ეთიკის საკითხები...
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა
ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა
წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული
მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა
ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად
იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH),
საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის
პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...
2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...
პორტალზე არსებული მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტერაქტიული ინსტრუმენტების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, დამოუკიდებლად შეადგინოს სასურველი ანალიტიკური სურათი - გაფილტროს, შეადაროს და ჩამოტვირთოს მისთვის საჭირო მონაცემები პროფესიული თუ საყოფაცხოვრებო საჭიროებისამებრ...
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქსტატსა და UNICEF-ს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ხარისხიანი და სანდო სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობას ბავშვთა კეთილდღეობის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში პოლიტიკის დაგეგმვისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში...
გადაწყვეტილება საკოლექციო მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი, მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო...
სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.