მაისი, შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!
შიდა აუდიტი კომპანიის მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს პროცესების გაუმჯობესებას, რისკების ეფექტიან მართვასა და ორგანიზაციული მიზნების მიღწევას...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს...
მაისში საპენსიო ფონდის პორტფელების დადებითი შედეგი, ძირითადად, საერთაშორისო აქციების მაღალმა შემოსავლიანობამ განაპირობა. აქციების ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორთა განახლებული ოპტიმიზმი იყო, რაც გლობალურად ნახევარგამტარების, მეხსიერების ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებზე დადებითად აისახა...
მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის ე.წ ARA მეტრიკის 100 პროცენტიან დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს...
2026 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1
პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.8 პროცენტით...
ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საჯარო სექტორის, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხების განსახილველად...
ინვესტორებთან შეხვედრისას ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინფლაციის დინამიკასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა...
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს მისო “ჯი-აი-სი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205288829) გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა...
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა...
სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.