სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
2026 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე" მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში, რომლითაც იცვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული დავების გამო რუსული ენერგოგიგანტისთვის – „ინტერ რაოსთვის“ ფულის გადახდა დაიწყო. ამის თაობაზე, 2025 წლის დეკემბრის მიწურულს, მთავრობა და „ინტერ რაო“ შეთანხმდნენ.
5 მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, მთავრობის ადმინისტრაციისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეები – სურსათის ფასებთან „საბრძოლველად“ საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო კომისიის წევრები უკვე დამტკიცებულია.
ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა შეცვლილიყო, დროებით შენარჩუნდა, მაგრამ ვნებათაღელვა მაინც იგრძნობა. მოლოდინია, რომ 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს.
2025 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს. 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შეძლებენ ხმის მიცემას.
ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...
2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი
წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...