ბევრს ჰგონია, რომ ეს ბრენდი თავიდანვე დიდი არენებისთვის ჩოგნებისა თუ სათამაშო ბურთების დასამზადებლად შეიქმნა. რეალობა კი სულ სხვაა: Wilson-ი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ბაზაზე დაარსდა, ხოლო სპორტული ინვენტარის წარმოება მოგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ წარმოების ნარჩენები ტყუილად არ გადაეყარათ.
ვაშინგტონმა ჩინეთის წინააღმდეგ 2025 წლის იანვარში შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვები ახლახან, 2026 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გაამკაცრა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს ჩინურ მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კიდევ უფრო მკაცრად უკრძალავს.
მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების აღდგენის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალურ თემად იქცა. წინასაარჩევნო პერიოდში მყოფმა თეთრმა სახლმა, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების კატასტროფული მატების შესაჩერებლად, მოსკოვს სანქციები ნაწილობრივ შეუმსუბუქა.
აშშ და ისრაელი, საჰაერო ოპერაციასთან ერთად ირანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობასაც სერიოზულად განიხილავენ. იქ, სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმები თითქმის ნახევარ ტონა მაღალგამდიდრებულ ურანს ამოიღებენ, რომელიც თითქმის ათეული ბირთვული ბომბის დასამზადებლად გამოდგება.
მსოფლიო ნავთობის და ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის გასული კვირა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ირანსა და ისრაელში განვითარებულმა მოვლენებმა, ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის პირობებში ჩააყენა. რეგიონში აშშ-ის სამხედრო არსენალის რამდენიმედღიან მობილიზებას, 28 თებერვლის გამთენიისას ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმა მოჰყვა.
ევროკავშირისთვის, რომელსაც დავოსის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის საკუთარი სცენარით ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი, მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ევროპამ თავდაპირველად ვერ შეძლო ყურადღების გრენლანდიიდან უკრაინაზე გადატანა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...
2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი
წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...