ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.
ეკონომიკური კავშირის წესი ერთჯერად და მცირე მოცულობის ოპერაციებზე არ უნდა გავრცელდეს. უცხოური კომპანიის საქართველოს ბაზართან ეკონომიკური კავშირი უნდა შეფასდეს საქართველოში მიღებული წლიური შემოსავლის, მომხმარებელთა რაოდენობის, ოპერაციების სიხშირისა და მომსახურების უწყვეტობის მიხედვით.
საქართველოს კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 2026 წლის 25 ივნისს შევიდა ცვლილებები (გამოქვეყნდა 2026 წლის 29 ივნისს), რომლის ძირითადი ნაწილი ამოქმედდა 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
სასუქი ორი სახის არსებობს – ორგანული და მინერალური. პირველ მათგანს ტრადიციული კომპოსტი, ნაკელი და ტორფი მიეკუთვნება. ამ სეგმენტს მთელი სასასუქე ბაზის 5-7% უკავია. აქვე ისიც უნდა ითქვას, ამ ტრენდის ხვედრითი წილი ორგანული მიწათმოქმედების პოპულარობის გამო, სულ უფრო მატულობს.
ამ ტიპის სანქციების დაწესება იწვევს ქვეყნის რეპუტაციის ტოტალურ ნგრევას. როდესაც სახელმწიფოს სახელი უკავშირდება ისეთ ტერორისტულ აქტორებს, როგორიცაა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ქვეყანა ავტომატურად ხვდება მაღალი რისკის მქონე იურისდიქციების სიაში.
საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს სულ უფრო უჭირთ უძრავი ქონების შეძენა. უცხოელების აქტიურობა ბაზრისა და ზოგადად ეკონომიკისთვის კარგია, რადგან სტაბილურობის განცდას იწვევს, მაგრამ ამავე დროს სახეზეა პერმანენტული გაძვირების ტენდენცია, რასაც მოსახლეობა მწირი შემოსავლებით არათუ ვერ ეწევა, არამედ სულ უფრო ჩამორჩება ბაზრის ტენდენციას.
მთავარი კითხვა – რატომ უნდა იხდიდეს რიგითი მოქალაქე, მცირე საწარმო, სასტუმრო თუ საცხობი გაძვირებულ ტარიფებს მაშინ, როდესაც მმართველ ელიტასთან დაახლოებული ციფრული გიგანტები ქვეყნის ენერგორესურსებს მნიშვნელოვანი შეღავათებით იღებენ?
საპენსიო ჯარიმებთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, 2026 წლის 24 ივნისს საპენსიო ფონდმა გაავრცელა განცხადება, რომ ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ ჯარიმებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...