მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.
ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.
ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.
ცოტა ხნის წინ დამტკიცდა სახელმწიფო მინისტრის კიდევ ერთი პოზიცია, შეიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ უწყების ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფოს უსაფრთხოება ჩააბარეს. საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობა 15 მინისტრისგან შედგება, მათგან ორი ვიცე-პრემიერია. ჩვენ გადავხედეთ იმ მინისტრების დეკლარაციებს, რომლებიც მთავრობას ბოლო ორ წელიწადში შეუერთდნენ.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1,584 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9,54%-ით მეტია. 2025 წელს სადაზღვევო ბაზარმა ჯამურად 770 592 147 ლარის ზარალი დაფარა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,43%-ით მეტია.
„ბაზისბანკისა" და „ლიბერთი ბანკის" გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი, რომელიც რესურსების ოპტიმიზაციის და მასშტაბის ეკონომიის შედეგად ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება მომხმარებელთა კეთილდღეობაზეც.
უნგრეთში 2026 წლის 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია „ტისამ" (Tisza) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა.
ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტის (საიდანაც მსოფლიოში მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის) ბლოკირებამ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. მართალია, საქართველო ამ სრუტის გავლით ნავთობპროდუქტებს არ იღებს, თუმცა არსებული შეფერხება ზოგადად ზრდის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯებს.
თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ნავთობპროდუქტების რეკორდული ექსპორტი დაფიქსირდა. 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია პირველად გავიდა დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ტოგოს რესპუბლიკაში. ტოგოში ნავთობპროდუქტების ექსპორტის მოულოდნელმა და მასშტაბურმა ზრდამ ეჭვი გააჩინა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე ანალიტიკურ ორგანიზაციებში.
30 მარტს სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის დენის ტარიფი - 5 თეთრით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 4-დან 6 თეთრამდე გაძვირდა.
საწარმოებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილამდე თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოიყვანეს, ამავე კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, სხვა შეზღუდვებთან ერთად, 2026 წლის 1 აპრილიდან საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...