ბევრს ჰგონია, რომ ეს ბრენდი თავიდანვე დიდი არენებისთვის ჩოგნებისა თუ სათამაშო ბურთების დასამზადებლად შეიქმნა. რეალობა კი სულ სხვაა: Wilson-ი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ბაზაზე დაარსდა, ხოლო სპორტული ინვენტარის წარმოება მოგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ წარმოების ნარჩენები ტყუილად არ გადაეყარათ.
ვაშინგტონმა ჩინეთის წინააღმდეგ 2025 წლის იანვარში შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვები ახლახან, 2026 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გაამკაცრა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს ჩინურ მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კიდევ უფრო მკაცრად უკრძალავს.
მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების აღდგენის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალურ თემად იქცა. წინასაარჩევნო პერიოდში მყოფმა თეთრმა სახლმა, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების კატასტროფული მატების შესაჩერებლად, მოსკოვს სანქციები ნაწილობრივ შეუმსუბუქა.
2026 წლის 30 აპრილს, აშშ-სა და ვენესუელას შორის საავიაციო მიმოსვლა ოფიციალურად განახლდა. პირველმა კომერციულმა რეისმა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით სიმბოლურად დაასრულა შვიდწლიანი იზოლაციის პერიოდი.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE), ოფიციალურად ტოვებს „ოპეკსა“ (OPEC) და „ოპეკი პლუსის“ (OPEC+) გაერთიანებას. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 1 მაისიდან შედის.
ევროკავშირის საბჭომ 2026 წლის 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით აზერბაიჯანის კუთვნილ ხუთ ტანკერს სანქციები მოუხსნა. „აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოს“ – ASCO-ს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ხომალდები 2025 წლის ივლისსა და ოქტომბერში დაასანქცირეს. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მათ ადანაშაულებდნენ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში ყოფნასა და რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში.
ტექნოლოგიური სამყარო ისტორიული ცვლილების მოწმე გახდა: Apple-მა, მსოფლიოს პირველმა 4-ტრილიონიანმა კორპორაციამ, ოფიციალურად დააანონსა, რომ 2026 წლის 1 სექტემბრიდან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ჯონ ტერნუსი დაიკავებს...
ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...
2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი
წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...