ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ეროვნული ბანკი ბაზარზე ფულის მასის შემცირებას ცდილობს, რის შემდეგაც ერთობლივი მოთხოვნა იზღუდება, ხოლო დაბალი მოთხოვნა საბოლოოდ ინფლაციას ამცირებს.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მისაღებად.
ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.
ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.
ცოტა ხნის წინ დამტკიცდა სახელმწიფო მინისტრის კიდევ ერთი პოზიცია, შეიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ უწყების ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფოს უსაფრთხოება ჩააბარეს. საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობა 15 მინისტრისგან შედგება, მათგან ორი ვიცე-პრემიერია. ჩვენ გადავხედეთ იმ მინისტრების დეკლარაციებს, რომლებიც მთავრობას ბოლო ორ წელიწადში შეუერთდნენ.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1,584 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9,54%-ით მეტია. 2025 წელს სადაზღვევო ბაზარმა ჯამურად 770 592 147 ლარის ზარალი დაფარა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,43%-ით მეტია.
„ბაზისბანკისა" და „ლიბერთი ბანკის" გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი, რომელიც რესურსების ოპტიმიზაციის და მასშტაბის ეკონომიის შედეგად ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება მომხმარებელთა კეთილდღეობაზეც.
უნგრეთში 2026 წლის 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია „ტისამ" (Tisza) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა.
ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტის (საიდანაც მსოფლიოში მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის) ბლოკირებამ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. მართალია, საქართველო ამ სრუტის გავლით ნავთობპროდუქტებს არ იღებს, თუმცა არსებული შეფერხება ზოგადად ზრდის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯებს.
თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ნავთობპროდუქტების რეკორდული ექსპორტი დაფიქსირდა. 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია პირველად გავიდა დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ტოგოს რესპუბლიკაში. ტოგოში ნავთობპროდუქტების ექსპორტის მოულოდნელმა და მასშტაბურმა ზრდამ ეჭვი გააჩინა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე ანალიტიკურ ორგანიზაციებში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...