მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.
საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვა ‑ ამ რუბრიკას, რომლის დანიშნულება სახელწოდებიდანაც გასაგებია, ჟურნალ "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სარედაქციო კოლეგიის წევრი მარიამ აფრასიძე წარმოგიდგენთ.
„ქართული ოცნების" ინიციატივის – სახელმწიფოს ბანკის დაფუძნების შესახებ თებერვლის დასაწყისში გახდა ცნობილი. ისიც იყო მითითებული, რომ ახალი ორგანიზაცია კომერციული ბანკების კონკურენტი არ უნდა ყოფილიყო.
მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.
მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.
დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.
24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ორი ქართული სახელისუფლებო ტელევიზია „იმედი“ და "პოსტივი" დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, აღნიშნული არხები დასანქცირდნენ, რადგან ავრცელებდნენ რუსულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ბაზარზე – ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market – CIBM) მოიპოვა წვდომა.
20 თებერვალს, ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“.
საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვა ‑ ამ რუბრიკას, რომლის დანიშნულება სახელწოდებიდანაც
გასაგებია, ჟურნალ "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სარედაქციო კოლეგიის წევრი მარიამ აფრასიძე წარმოგიდგენთ.
„ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებს არსებობის რესურსი შეუმციროს. ბოლო წლებში არაერთი საკანონმდებლო ნორმაა მიღებული, რამაც მნიშვნელოვნად შეუზღუდა რესურსი არამხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აქტიურ ადამიანებს.
ბევრი ფინანსისტის ვარაუდით, 2026 წელს ლარის სტაბილურობა, ფაქტობრივად, გარანტირებულია. მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში კურსი 2,62-2,65-იანი ნიშნულის ფარგლებში „იტრიალებს“. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნება და არც პოლიტიკურ ესკალაციას ექნება ადგილი.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...