ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...
2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი
წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მონაწილე კლინიკები დაფინანსების წესის შეცვლას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან 2013 წელს დაწესებული ტარიფებით ოპერირება უკვე რთული იყო. DRG-ის ამოქმედებამ ეს ტარიფები გარკვეულწილად მოიყვანა რეალურ ღირებულებასთან შესაბამისობაში, რასაც კლინიკები დადებითად შეხვდნენ. თუმცა ჯანდაცვის სისტემაში კლინიკებისა და, რაც მთავარია, პაციენტების უკმაყოფილება მაინც იზრდება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ „ტოტალური ეკონომიკური იზოლაციის“ უპრეცედენტო კამპანია დაიწყო, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე მრავალწლიანი დაპირისპირების ახალ ფაზას ნიშნავს.
მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების აღდგენის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალურ თემად იქცა. წინასაარჩევნო პერიოდში მყოფმა თეთრმა სახლმა, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების კატასტროფული მატების შესაჩერებლად, მოსკოვს სანქციები ნაწილობრივ შეუმსუბუქა.
ბევრს ჰგონია, რომ ეს ბრენდი თავიდანვე დიდი არენებისთვის ჩოგნებისა თუ სათამაშო ბურთების დასამზადებლად შეიქმნა. რეალობა კი სულ სხვაა: Wilson-ი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ბაზაზე დაარსდა, ხოლო სპორტული ინვენტარის წარმოება მოგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ წარმოების ნარჩენები ტყუილად არ გადაეყარათ.
ვაშინგტონმა ჩინეთის წინააღმდეგ 2025 წლის იანვარში შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვები ახლახან, 2026 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გაამკაცრა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს ჩინურ მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კიდევ უფრო მკაცრად უკრძალავს.
მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების აღდგენის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალურ თემად იქცა. წინასაარჩევნო პერიოდში მყოფმა თეთრმა სახლმა, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების კატასტროფული მატების შესაჩერებლად, მოსკოვს სანქციები ნაწილობრივ შეუმსუბუქა.
ევროკავშირის საგანგებო მოლაპარაკებებისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ჩართულობის შემდეგ, დიდი შვიდეულის (G7) ლიდერებმა მიაღწიეს კომპრომისს. ისინი შეთანხმდნენ 100 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და დიზელის კოორდინირებულ გამოთავისუფლებაზე მომდევნო 4 თვის განმავლობაში. ექსპერტების ვარაუდით, ეს ბაზარს დროებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და ფასებს 5-10%-ით შეამცირებს, თუმცა ეფექტი მხოლოდ მოკლევადიანი იქნება.
თეთრი სახლის რადიკალურმა რეფორმებმა საფუძველი ჩაუყარა წარმოების მასშტაბურ ლოკალიზაციას, შიდა ინვესტიციების სტაბილურ მატებას და საფონდო ბირჟების რეკორდულ მაჩვენებლებს. იმავდროულად, ევროპაში საპირისპირო პროცესები მიმდინარეობს: ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მზარდი რეგულაციების, მაღალი გადასახადებისა და მემარცხენე პოლიტიკური ექსპერიმენტების გამო ეკონომიკურ სტაგნაციას ებრძვიან.
2008 წლის აგრესიის შემდეგ, ვიდრე 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, დასავლეთი მოსკოვს ენერგორესურსებში ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა და ამით პირდაპირ აფინანსებდა პუტინის სამხედრო მანქანას.
კითხვა: ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა?...
კითხვა: რა ცვლილებები ამოქმედდა 2026 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების მოსახლე პირებისა და საწარმოების მიმართ არსებულ საგადასახადო შეღავათებში?
პასუხი: ამ საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსში რამე...
კითხვა: კომპანიას (შპს-ს) სამი დამფუძნებელი ჰყავს, რეზიდენტი ფიზიკური პირები. მათი წილები განაწილებულია შემდეგნაირად: 45%; 50%; 5%; კომპანია აწარმოებს მშენებლობას 2008 წლამდე გაცემული სანებართვო მოწმობით...
აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს და მიზნად ისახავს სარეზერვო აქტივების შემდგომ დივერსიფიკაციას, რეზერვების მდგრადობის გაუმჯობესებასა და მათი ინფლაციური რისკებისაგან დაცვას...
სამსახურის (SARAS) უფროსის, 2026 წლის 5 ივნისის Nნ-5 ბრძანების შესაბამისად, სამოქმედოდ იქნა შემოღებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს სტანდარტები) ლურჯი წიგნის 2026 წლის გამოცემა. ქართულ ენაზე თარგმნილი სტანდარტები სამსახურის ვებგვერდზე განთავსდა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის...
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) საქართველოს მასშტაბით რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ციკლის გამართვას გეგმავს.
შეხვედრები ანგარიშგების მიმართულებით დაინტერესებული პირების ინფორმირებას, ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივებასა და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად...
2026 წლის 9 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N34 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10.3 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები...
2026 წლის 9 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N33 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები...
მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. საბჭოს სამი ახალი წევრი - გულნარა შამშიევა, ჯილ ებანოიძე და ნათია ჯანელიძე შემოუერთდა. სამივე მათგანს საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს...
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის I კვარტალში 271.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც
2025 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 47.7 პროცენტით მეტია. ზრდა განპირობებულია
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო
ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით...
გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მგზავრს, აკრძალული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები სხვადასხვა ზომის მუყაოს კოლოფში მალულად ჰქონდა განთავსებული...
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები განიხილეს...